საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია

ქართველი ექიმების ღვაწლი კულტურაში

სექას აქტიობის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო  ნაწილია, კულტურაში ქართველი ექიმების  ღვაწლის პოპულარიზაცია.

 სექას მიერ 2 ჯერ მოწყობილ იქნა ექიმი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.  

პირველი გამოფენა ჩატრადა 2000  წ ივნისში  ქ. თბილისში, სურათების ეროვნულ გალერეაში- „ცისფერი გალერეა“ .  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 47 ექიმის ნამუშევრები: ფერწერა; გრაფიკა; სკულპქტურა; კერამიკა; გობელენი; ნაქარგები. 

გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებმა  დაიმსახურა  საზოგადოების დიდი მოწონება.  

გამოფენას ჰქონდა დიდი გამოხმაურება პრესაში და ტელევიზიაში. სექას მიერ გამოცემული იყო ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების კატალოგი.

 ექიმი მხატვრების მეორე გამოფენა ჩატარადა 2018 წლის მარტში,

საქართველოს ეროვნული პარლამენტის  ბიბლიოთეკის დარბაზში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  ცნობილი ქართველი ექიმების -ზაალ კახიანის,  ნათელა  სააკშვილის, დინარა კასრაძის, გუგა ქაშიბაძის, არსენ გვენეტაძის, ლევან კობალაძის, მარი მალაზონიას, ნანა მჭედლიშვილის, ლევან ბენაშვილის, თემურ ჭილაიას, თამარ დოჭვირის,  დიეგო ზარანდიას,  ლამარა შანიძის, და სხვა, ისე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების -ნამუშევრები- ფერწერა, გრაფიკა, ხელნაკეთი ნივთები, მცირე ზომის სკულპტურები, თოჯინები.  გამოფენა ფართოდ იქნა გაშუქებული სხვადასხვა ტელევიზიის მიერ. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებმა  დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე  საზოგადოებაში. 

2004 წლის მაისში სექამ -მ ჩაატარა ქართველი ექიმი პოეტების პოეზიის საღამო და გამოაქვეყნა მათი ლექსები გაზეთ „ ლიტერატურულ  საქართველოში  “. საღამო გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების დარბაზში. საღამოს წამყვანი იყო ცნობილი ქართველი ექიმი ლადო კახაძე. საღამოს ესწრებოდნენ   როგორც ქართველი სამედიცინო საზოგადოების წარმომდგენლები, ისე  მწერლები და პოეტები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ქართველი ექიმების შემოქმედებას. 2016 წ ივნისში  გაიმართა ქართველი პოეტების მეორე საღამო. საღამოზე   თავიანთი ლექსები და ნაწყვეტები პროზაული ნაწარმოებებიდან წაიკითხეს ლადო კახაძემ, დიმიტრი კორძაიამ, ნანა ცინცაძემ, დინარა კასრაძემ, ტარიელ ნამორაძემ, ირმა კეკელიძემ.   შესრულდა ამ ლექსებისთვის დაწერილი სიმღერები. ლექსების ნაწილი დაიბეჭდა გაზეთ „ ლიტერატურულ სქართველოში“.