დღიდან დაარსებისა დღემდე, სექას მიერ ჩატარებულია მრავალი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა როგორც შინაგანი სნეულებების ისე- ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს.
პირველი კონფერენცია “ქალი მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი” ჩატარდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, თბილისში 2001წ ოქტომბერში.
შემდეგი იყო ლექციების ციკლი: “ქალის ჯანმრთელობა მენოპაუზის დროს” მაისი-ივნისი 2002.
2003წ მარტში სექას მიღებული აქვს საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ლიცენზია, უწყვეტი პროფესიული განათლების წარმოებაზე და შესაბამისი კრედიტ ქულების მინიჭებაზე.
ამ პერიოდიდან კონფერენციები არაერთჯერადად
ჩატარდა თბილისში, თელავში, გურჯაანში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში. კონფერენციები ყოველთვის გამოირჩეოდა მოხსენებების მაღალი აკადემიური დონით და მსმენელის დიდი ინტერესით.
2009 წლის აპრილში ,სექას მიერ ჩატარებული იყო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია და ჰუმანიტარული აქცია ქ.გურჯაანში.
კონფერენციის ფარგლებში კახეთის რეგიონის ყველა ოჯახის ექიმს საჩუქრად გადაეცათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნი “ფარმაკოლოგიური ფორმულარი”.
წიგნი ექიმებს წარუდგინა მისმა შემდგენელმა და რედაქტორმა, სექას გამგეობის წევრმა, მედ. მეცნ. დოქტორმა, პროფესორ თამარ კეზელმა.
2009 წლის ივლისში, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა ქ. ბათუმში. კონფერენციის ფარგლებში აჭარის რეგიონის ოჯახის ექიმებს საჩუქრად გადაეცათ ჯანმოს მიერ გამოცემული წიგნი “ფარმაკოლოგიური ფორმულარი”.
2013 წ სექამ მოიგო რუსთაველის ეროვნული ფონდის საკონფერენციო გრანტი, რომლის ფარგლებში ჩატარადა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქართული ნატურალური პროდუქტები შინაგან დაავადებათა მკურნალობაში“.
ამავე გრანტის თანხით გამოიცა ჟურნალ “Actual topics on women’s Health” მე 4 ნომერი.
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები ასევე განხორცილდა თელავში 2018; 2021 წლები; წყალტუბოში2021, ზუგდიდში 2022წ გორში 2023 წლის 23 04
2018 წლის ოქტომბერში 2018 ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლაში, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის მხარდაჭერით და დაფინანსებით, სექას წევრმა ნინო მანჯაფარაშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე – “განათლების პრიორიტეტები დღეს და მომავალში. ჯანმრთელობის საკითხები.” ტრენინგმა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში.
2005-2006 წ.სექას მიერ თბილისი ჩატარდა ტრენინგი „გენდერის როლი ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობის დაცვაში“ -სპონსორები: ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია OSCE/ODHIR.
2006 წ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ჯამრთელობის ჯგუფის შემადგენლობაში, სექას წევრები მონაწილეობდნენ პროექტში „ქალთა მონაწილეობის გაზრდა საქართველოში ადგილობრივ თვითმართველობის წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესებში“, გორში და გურჯაანში. სპონსორი: OSCE/ODHIR
სექას მიერ ჩატარებული კონფერენციებიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციებმა” – “სიმსუქნე-ცხოვრების წესი თუ დაავადება?”, თბილისი “Sheraton Metekhi Palace Hotel” თებერვალი 2004 წ.
“შინაგან სნეულებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები”, ქ. გურჯაანი.თებერვალი 2005წ
გულის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრაქტიკულ-სამცნიერო კონფერენცია. ქ.ქუთაისი სექტემბერი 2005წ.
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია:”გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმდინარეობის თავისებურებები ქალებში” კულტურის საერთაშორისო ცენტრი “მუზა”. თბილისი აპრილი 2007წ.
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: “დავეხმაროთ ქალს გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა” კულტურის საერთაშორისო ცენტრი “მუზა” თბილისი ივნისი 2008. და სხვა