საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია

ჰუმანიტარული აქტივობა

სექას დაარსების პერიოდიდან  მის წევრებმა ჩაატარეს მრავალი საქველმოქმედო აქცია. 

დეკემბერი 2001 წ. 

“World Wision”-მა ჰუმანიტარული დახმარების სახით სექა-ს გადასცა დიდი რაოდენობით ქალის ტანსაცმელი, რომელიც შემდგომში დაურიგდა სხვადასხვა საავადმყოფოების ექიმებს, საშუალო და უმცროს მედპერსონალს პენსიონერ, შეჭირვებულ და იძულებით გადაადგილებულ ექიმებს.

2001 წ სექას წევრებმა  შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწიეს პენსიონერ და უმწეო ექიმ ქალებს, უფასო სამედიცინო კოსულტაციებით და  წამლების დარიგებით.


2002 წ. მაისი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა თბილისის ქალთა კოლონიაში. სექას წევრებმა  აწარმოეს პატიმრების სამედიცინო გასინჯვა, მათთვის მედიკამენტების გადაცემა.

 ამავე პრერიოდში მრგვალი მაგიდა “მენოპაუზის მკურნალობის” ფარგლებში, სექას წევრებმა  მოაწყეს ქ. თბილისის ქალთა კოლონიის პატიმრების მიერ მოყვანილი ყვავილების გაყიდვა. მიღებული თანხა შემდგომში გადაეცა პატიმრებს, წამლების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. 

2001-2005 წწ  სექამ  ჩაატარა საქველმოქმედო აქციები თელავის; საგარეჯოს; მაჩხაანის, წალკის სავადმყოფოებში,  კავთისხევში, თბილისის ი. ფაღავას სახ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. აქციები მოიცავდნენ პაციენტების გასინჯვას, მათვის მედიკამენტების გადაცემას; სამედიცინო პერსონალისათვის ტანსაცმლის გადაცემას საგანმანათლებო ლექციების ჩატრაებას.

 2009 წ გურჯაანში ჩატარებული სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის ფარგლებში სექას წევრებმა გადასცეს დიდი რაოდენობით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ლაგოდეხში მცხოვრებ ბავშვებს .

 2010 წ სექას წევრებმა ჩაატარეს ჰუმანიტარული გასინჯვები და დაურიგეს მედიკამენტები სოფელ  მოხისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს. 

 2018 წ სექას წევრებმა ჩაატარეს ს. რუისპირის მოსახლეობის ჰუმანიტარული გასინჯვები.


ჰუმანიტარული აქციები განხორციელდა “Word Wision” და “Acts Georgia” -ს  დახმარებით.