დღიდან დაარსებისა სექას მიერ ჩატარებულ იქნა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის 3 საერთაშორისო კონგრესი:
2006 წ მაისში ქ თბილისის ცენტრ „ მუზაში“ სექას მიერ ორგანიზებულ იქნა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი „ ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა“ და ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის შეხვედრა. კონგრესს დაესწრნენ ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები, გენერალური მდივანი, რეგიონალური ვიცე პრეზიდენტები, ექიმები გერმანიიდან და შვედეთიდან.
2012 წ სექამ წარმატებით ჩაატარა ექიმ ქალთა საერთაშორისო კონგრესი ქ ბათუმში. კონგრესი ეძღვნებოდა ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს. მას დაესწრო 27 სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ასოციაციის გენერალური მდივანი და რეგიონალური ვიცე პრეზიდენტები.
2019 წ მაისში ქ. თბილისში სექამ მესამედ ჩაატარა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი. მას დაესწრნენ ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, მრავალი სტუმარი სხვადსხვა ქვეყნებიდან. კონგრესი მიეძღვნა ქალთა კარდიოლოგიის საკითხებს.
სექას წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის კონგრესებში ქ. ტოკიო- 2004 , აკრა -2007 , სეული -2013 მოსკოვი- 2016. ნიუიორკი 2019.
2004 წელს ტოკიოს ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე სექას პრეზიდენტი ნინო ჟვანია არჩეულ იქნა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.
2013 წელს MWIA-ს სეულის ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო კონგრესეზე -სექას ეროვნული კოორდინატორი ხათუნა კალაძე არჩეულ იქნა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, რომელზეც ის განმეორებით აირჩიეს 2016 წელს ვენის საერთაშორისო კონგრესზე.