საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია

ხელოვან ექიმთა ნამუშევრების გამოფენა

IMG_20240607_175910

საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია  ტრადიციულად აგრძელებს კულტურის სფეროში    ქართველი  ექიმების ღვაწლის  გაშუქებას.  2024 წ 7-8  ივნისს, საქართველოს  ექიმ ქალთა ასოციაციის თაოსნობით,  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში  მოეწყო ქართველ  ექიმთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფნაზე წარმოდგენილი იყო  სხვადსხვა დარგის ექიმების  მიერ შესრულებული  ფერეწეული ნამუშევრები, ნაქარგები, სკულპტურა, ნამუშევრები ხეზე, თიხაზე, სხვადსხვა მასალისგან შესრულებული თოჯინები.  გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებმა დამსწრე საზოგადოების   დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენა ფართოდ იყო გაშუქებული საქართველოს ტელევიზიის სხვდასხვა არხების  მიერ. საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციამ გამოსცა   აღნიშნული  გამოფენის კატალოგი. საქართველოს ექიმ ქალთა   ასოციაცია მადლობას უცხადებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გამოფენის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია კახეთის რეგიონის ექიმებისთვის თელავში

ავტორი: admin

 2023 წ 23 სექტემბერს, თელავში სექამ ჩაატარა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია კახეთის რეგიონის ექიმებისთვის . კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით შინაგანი მედიცინის, კარდიოლოგიის და ნევროლოგიის საკითხებზე, წარდგნენ მ. წვერავა, გ. გოგილაშვილი, ნ. ჟვანია,ზ. კლიმიაშვილი,  ი. ბურდილაძე, ნ ქურიძე, თ. სუხიაშვილი.  კონფერენციის ბოლოს სექას პრეზიდენტმა ნინო ჟვანიამ საპატიო  სიგელით და საჩუქრებით დააჯილდოვა თელავის მუნიციპალიტეტის უხუცესი ექიმი მზია ვაშაკიძე და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის ოჯახის ექიმი ნინო მანჯაფარაშვილი.