საერთაშორისო თანამშრომლობა
ისტორიული მიმოხილვა საერთაშორისო კონგრესებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ
![]() |
ტოკიო, აგვისტო 2004სექას 12 წევრმა მიიღო მონაწილეობა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის XXVI კონგრესის მუშაობაში. კონგრესზე სექას პრეზიდენტი ნ. ჟვანია არჩეულ იქნა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტად და გამგეობის წევრად. |
ბერლინი, სექტემბერი 2005
სექა-ს 5-მა წევრმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ექიმ ქალთა ასოციაციის 28-ე სამეცნიერო კონგრესის მუშაობაში.
![]() |
ტოკიოს კონგრესის მნიშვნელობასექას 12 წევრმა მიიღო მონაწილეობა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის XXVI კონგრესის მუშაობაში. კონგრესზე სექას პრეზიდენტი ნ. ჟვანია არჩეულ იქნა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტად და გამგეობის წევრად. ტოკიო, აგვისტო 2004. |
![]() |
რომი, თბილისი და საერთაშორისო თანამშრომლობა
სექას 15 წევრი დაესწრო ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის სამხრეთ ევროპის რეგიონალურ კონგრესს ქ. რომში, ნოემბერში 2007 წელს.
სექას პრეზიდენტი ნ. ჟვანია წარმოადგენდა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის 58-ე სესიაზე. თბილისი, სექტემბერი 2008 წ.
სექამ უმასპინძლა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის სხდომას თბილისში, 18-19 მაისი, 2006 წელი.
![]() |
თბილისი, 2006 — ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესისექას მიერ 2006 წელს ქ. თბილისში ჩატარებულ იქნა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი — „ქალი მუდამ ახალგაზრდა და ჯანმრთელი“. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის წევრები, პრეზიდენტი, ყოფილი და მომავალი პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტები, გერმანიისა და შვედეთის ექიმ ქალთა ასოციაციების წევრები. ქართველ ექიმებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრო 17 სტუმარი მსოფლიოს 9 ქვეყნიდან. |
სეული, ვენა და მოსკოვი — 2013-2016
2013 წელს MWIA-ს სეულის საერთაშორისო კონგრესზე სექას ეროვნული კოორდინატორი ხათუნა კალაძე არჩეულ იქნა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, რომელზეც იგი განმეორებით აირჩიეს 2016 წელს ვენის საერთაშორისო კონგრესზე.
2016 წელს 12 ექიმი მონაწილეობდა ექიმ ქალთა საერთაშორისო კონგრესში ქ. მოსკოვში. კონგრესზე ნ. ჟვანია და ხ. კალაძე წარდგნენ მოხსენებებით.
here photos widths on smartphones are narrow, make it like its in bootstrap, on smaller screens full width photo and text under



