გაწევრიანება

გახდით სექის წევრი და ისარგებლეთ პროფესიული, საგანმანათლებლო და საერთაშორისო შესაძლებლობებით.

რას ვთავაზობთ ჩვენს წევრებს?

  • ასოციაციის წევრებს ექნებათ რეგულარული შეხვედრები მინიმუმ კვარტალში ერთხელ.
  • შეხვედრებზე წევრებს ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ ინფორმაცია თავიანთი აქტივობების, სამედიცინო სიახლეების, დაგეგმილი ღონისძიებების, იდეებისა და სურვილების შესახებ.
  • სექა შეძლებისდაგვარად დახმარებას გაუწევს რეგიონულ ფილიალებს თავიანთ საქმიანობაში.
  • სექა ატარებდა და მომავალშიც ჩაატარებს უსგ პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ კონფერენციებს, რომელზეც დასწრების შემთხვევაში ექიმები მიიღებენ შესაბამის კრედიტქულებს.
  • სექის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაატარონ უსგ პროგრამის ფარგლებში აკრედიტებული ტრენინგები და გააკეთონ შესაბამისი მოხსენებები.
  • უსგ პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ კონფერენციებში მონაწილეობა წევრებისთვის იქნება შეღავათიანი პირობებით.
  • სექა სისტემატურად აწყობს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
  • აღნიშნულ კონფერენციებზე დასწრების გარდა, სექის წევრებს მიეცემათ პრიორიტეტი მოხსენებებით გამოსვლისთვის სხვადასხვა საკითხზე.
  • წევრებს საშუალება ექნებათ განათავსონ სექის ვებგვერდზე ინფორმაცია თავიანთი აქტივობისა და სასურველი სამედიცინო სიახლეების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • სექის წევრები ავტომატურად ხდებიან ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები.
  • კვარტალში ერთხელ მიიღებენ ინფორმაციას ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციისა და მასში გაწევრიანებული ეროვნული ასოციაციების მიერ ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური ინტერესების ჯგუფების შეხვედრების, კონფერენციებისა და კონგრესების შესახებ.
  • წევრებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში ჩაერთონ ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ზოგიერთ ღონისძიებაში.
  • სურვილის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში შეღავათიანი სარეგისტრაციო ფასებით.
  • სექის გეგმაშია კვარტალურად ელექტრონული ჟურნალის გამოცემა, რომელშიც განთავსდება ინფორმაცია სხვადასხვა სამედიცინო სიახლის შესახებ და რომელიც ელფოსტით დაეგზავნება წევრებს.
  • ელექტრონულ ჟურნალში შესაძლებელი იქნება წევრებისთვის სასურველი ინფორმაციის განთავსებაც.
  • სექა სისტემატურად ატარებდა და მომავალშიც ჩაატარებს ხელოვანი ექიმების გამოფენებსა და პოეზიის საღამოებს.
  • წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ამ ღონისძიებების მოწყობაში და ხელოვანი ექიმების ნამუშევრების პოპულარიზაციაში, მათ შორის რეგიონებშიც.
  • ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული საღამოები შესაძლოა იყოს საქველმოქმედო ხასიათის.
  • სექის წევრთა ურთიერთობის მთავარი პრინციპებია კოლეგიალობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთმხარდაჭერა.

გაწევრიანებისთვის საჭიროა

გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი და ელ-ფოსტა.

ყოველწლიური საწევრო თანხა ჩარიცხეთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ბანკი: თიბისი ბანკი

მიმღები: საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია

ა/ა: GE63TB0600000360800042

თბილისის ექიმებისთვის: 50 ლარი / წელიწადში

რეგიონის ექიმებისთვის: 30 ლარი / წელიწადში

გაწევრიანების ფორმა

გაწევრიანების განაცხადი

აუცილებელია
აუცილებელია
აუცილებელია
ვარსკვლავით (*) მონიშნული ველები სავალდებულოა.