საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია ტრადიციულად აგრძელებს კულტურის სფეროში ქართველი ექიმების ღვაწლის გაშუქებას. 2024 წ 7-8 ივნისს, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის თაოსნობით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოეწყო ქართველ ექიმთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფნაზე წარმოდგენილი იყო სხვადსხვა დარგის ექიმების მიერ შესრულებული ფერეწეული ნამუშევრები, ნაქარგები, სკულპტურა, ნამუშევრები ხეზე, თიხაზე, სხვადსხვა მასალისგან შესრულებული თოჯინები. გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენა ფართოდ იყო გაშუქებული საქართველოს ტელევიზიის სხვდასხვა არხების მიერ. საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციამ გამოსცა აღნიშნული გამოფენის კატალოგი. საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია მადლობას უცხადებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს გამოფენის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.