დღიდან დაარსებისა დღემდე, სექას მიერ ჩატარებულია მრავალი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა როგორც შინაგანი სნეულებების ისე ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს.
პირველი კონფერენცია “ქალი მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი” ჩატარდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, თბილისში 2001წ ოქტომბერში.
შემდეგი იყო ლექციების ციკლი: “ქალის ჯანმრთელობა მენოპაუზის დროს” მაისი-ივნისი 2002.
ლიცენზია უწყვეტი პროფესიული განათლების წარმოებაზე
2003წ მარტში სექას მიღებული აქვს საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ლიცენზია, უწყვეტი პროფესიული განათლების წარმოებაზე და შესაბამისი კრედიტ ქულების მინიჭებაზე.
ამ პერიოდიდან კონფერენციები არაერთჯერადად ჩატარდა თბილისში, თელავში, გურჯაანში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში. კონფერენციები ყოველთვის გამოირჩეოდა მოხსენებების მაღალი აკადემიური დონით და მსმენელის დიდი ინტერესით.
2009 წლის აპრილში სექას მიერ ჩატარებული იყო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია და ჰუმანიტარული აქცია ქ.გურჯაანში.
კონფერენციის ფარგლებში კახეთის რეგიონის ყველა ოჯახის ექიმს საჩუქრად გადაეცათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნი “ფარმაკოლოგიური ფორმულარი”. წიგნი წარადგინა პროფესორ თამარ კეზელმა.
2009 წლის ივლისში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა ქ. ბათუმში. ოჯახის ექიმებს გადაეცათ იგივე წიგნი.
2013 წელს სექამ მოიგო რუსთაველის ეროვნული ფონდის საკონფერენციო გრანტი, რომლის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ქართული ნატურალური პროდუქტები შინაგან დაავადებათა მკურნალობაში“. გამოიცა ჟურნალ “Actual topics on women’s Health” მე-4 ნომერი.



სექას თაოსნობით კონფერენციები ქალთა კარდიოლოგიის თემაზე










სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები ასევე გაიმართა: თელავი (2018, 2021), წყალტუბო (2021), ზუგდიდი (2022), გორი (2023).
ტრენინგები
2018 წლის ოქტომბერში ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლაში სექას წევრმა ნინო მანჯაფარაშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე – “განათლების პრიორიტეტები დღეს და მომავალში. ჯანმრთელობის საკითხები.”
2005-2006 წლებში ჩატარდა ტრენინგი: „გენდერის როლი ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობის დაცვაში“, სპონსორი: ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, OSCE/ODHIR.
2006 წელს სექას წევრები მონაწილეობდნენ პროექტში “ქალთა მონაწილეობის გაზრდა საქართველოში ადგილობრივ თვითმართველობის პროცესებში” გორში და გურჯაანში. სპონსორი: OSCE/ODHIR.
სექას მიერ ჩატარებული კონფერენციებიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შემდეგმა ღონისძიებებმა:
- „სიმსუქნე – ცხოვრების წესი თუ დაავადება?“ – Sheraton Metekhi Palace Hotel, თბილისი, თებერვალი 2004
- “შინაგან სნეულებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები” – გურჯაანი, თებერვალი 2005
- გულის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია – ქუთაისი, სექტემბერი 2005
- „გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმდინარეობის თავისებურებები ქალებში“ – კულტურის ცენტრი “მუზა”, თბილისი, აპრილი 2007
- “დავეხმაროთ ქალს გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა” – კულტურის ცენტრი “მუზა”, თბილისი, ივნისი 2008