მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და მარჩენალ დაკარგული ოჯახების წევრების ჰუმანიტარული გასინჯვები
სექას წევრები ტრადიციისამებრ ატარებენ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და მარჩენალ დაკარგული ოჯახების წევრების ჰუმანიტარულ გასინჯვებს. კახეთის რეგიონში აქციები ჩატარდა „ქართული ოცნების“ ქალთა საბჭოს კახეთის ორგანიზაციის მხარდაჭერით. 2 მაისს ჰუმანიტარული აქცია ჩატარდა -დედოფლისწყაროში, 6 ივნისს ჩოხარტაურში, ხოლო 1 ივლისს -სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაქირში. აქციებში მონაწილეობდნენ სექას-ს წევრები - ექიმი ოფთალმოლოგები მარინა ცერცვაძე, მაია ჯაბადარი, მანანა შეროზია, ენდოკრინოლოგები ნუნუ ბიკაშვილი, მარინა დევდარიანი, კარდიოლოგები- ნინო ჟვანია და ეკატერინა ონიკაძე. აქციის ფარგლებში ნუნუ ბიკაშვილმა პაციენტებს ჩაუტარა ლექცია არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციის, წნევის მატების და ჰიპოთირეოზის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში- ექიმთან დროული კონსულ ტაციის აუცილებლობის შესახებ