საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციამ (GMWA) ღირსეულად მიიღო მონაწილეობა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (MWIA) 33-ე მსოფლიო კონგრესში, რომელიც 2025 წლის 12-14 ოქტომბერს, ქ.კაიროში გაიმართა.
კონგრესში მონაწილეობდა 450 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვენებიდან – ექიმები, მეცნიერები და ქალთა ჯანმრთელობის და თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონგრესი გამორჩეული იყო მაღალი დონის სპიკერებით, ვორქშოფებით, დისკუსიებით და ინტერაქტიული სესიებით, რომლებიც ეხებოდა ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ გამოწვევებსა და ინოვაციებს.
კონგრესის მსვლელობისას საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წარდგენით, ქ-ნი მარიამ ჯაში, მეორედ ერთხმად იქნა არჩეული ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ მდივნად. საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ნინო ჟვანია გახდა ექიმ ქალთა ასოციაციის საპატიო წევრი, მთავარი გამარჯვება კი შემდეგი იყო- კონგრესზე ფარული კენჭისყრით უნდა გამოევლინათ გამარჯვებული ქვეყანა, 2028 წ, ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის 34 მე მსოფლიო კონგრესის ჩატარებისთვის. ეს გამარჯვება სწორედ საქართველოს დელეგაციამ მოიპოვა- მოუგო რა ფარულ კენჭისყრაში ჩინეთის და ინდოეთის დელეგაციებს. მოხარულები ვართ, რომ 2028 წელს, თბილისი უმასპინძლებს ექიმ ქალთა საეთაშორისო ასოციაციის მსოფლიო კონგრესს, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს მიძძღვნება.









