სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები
|ქართული|   |English|
ახალი ამბები
ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი
ჩვენს შესახებ
აქტივობა
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები
განხორციელებული პროექტები
ჰუმანიტარული აქტიობა
ქართველი ექიმების წვლილი კულტურაში
საერთაშორისო კონტაქტები
თანამშრომლობა
სექას წევრები, გაწევრიანება
საკონტაქტო ინფორმაცია
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები

2009 წლის ივლისში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა ქ. ბათუმში. დაფუძნდა სექას აჭარის ფილიალი.
კონფერენციის ფარგლებში აჭარის რეგიონის ოჯახის ექიმებს საჩუქრად გადაეცათ ჯანმოს მიერ გამოცემული წიგნი "ფარმაკოლოგიური ფორმულარი".
კონფერენციაზე დამსწრე ექიმებს წიგნი წარუდგინათ წიგნის შემდგენელმა, სექას გამგეობის წევრმა, მედ. მეცნ დოქტორმა, პროფესსორ თამარ კეზელმა.


2009 წლის აპრილში სექას მიერ ჩატარებული იყო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია და ჰუმანიტარული აქცია ქ.გურჯაანში. ამავე პერიოდში დაფუძნებულ იქნა სექას ფილიალი კახეთის რეგიონში. (მანმადე სექას ფილიალი დაფუძნებული იყო საგარეჯოში).
კონფერენციის ფარგლებში კახეთის რეგიონის ყველა ოჯახის ექიმს საჩუქრად გადაეცათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნი "ფარმაკოლოგიური ფორმულარი".
წიგნი ექიმებს წარუდგინა მისმა შემდგენელმა და რედაქტორმა, სექას გამგეობის წევრმა, მედ. მეცნ. დოქტორმა, პროფესორ თამარ კეზელმა.
აქციის ფარგლებში, სექას წევრებმა საჩუქრად გადასცეს ლაგოდეხის შეჭირვებული ოჟახების ბავშვებს დიდი რაოდენობის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.


სექას მიღებული აქვს საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ლიცენზია უწყვეტი პროფესიული განათლების წარმოებაზე და შესაბამისი კრედიტ ქულების მინიჭებაზე. მარტი 2003წ.


სექას ჩარატებული აქვს შემდეგი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები:

  • "ქალი მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი". მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. თბილისი ოქტომბერი 2001წ

  • ლექციების ციკლი: "ქალის ჯანმრთელობა მენოპაუზის დროს" თბილისი. მაისი-ივნისი 2002.

  • "მედიცინის აქტუალური საკითხები" - უპგ ფარგლებში შესაბამისი ტრენინგებით და კრედიტ ქულების მინიჭებით. ქ.ბათუმი. ივლისი 2003წ

     


  • "სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია" - "სიმსუქნე-ცხოვრების წესია თუ დაავადება", თბილისი "Sheraton Metekhi Palace Hotel" თებერვალი 2004 წ.
     
  • "შინაგან სნეულებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები", ქ. გურჯაანი.თებერვალი 2005წ

  • საერთაშორისო გულის დღისადმი მიძღვნილი პრაქტიკულ-სამცნიერო კონფერენცია. ქ.ქუთაისი სექტემბერი 2005წ.


  • სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია:"გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმდინარეობის თავისებურებები ქალებში" კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა". თბილისი აპრილი 2007წ.


  • სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: "დავეხმაროთ ქალს გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა" კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა" თბილისი ივნისი 2008.


  • სექას თაოსნობით თბილისში ჩატარდა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი “ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა”. კონგრესის მუშაობაში ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობდა 17 სტუმარი მსოფლიოს 9 ქვეყნიდან. მათ შორის ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი; მომავალი და ყოფილი პრეზიდენტები; გენერალური მდივანი; რეგიონალური ვიცე პრეზიდენტები; გერმანიის და შვედეთის ექიმ ქალთა ასოციაციების წევრები. კულტურის საერთაშორისო ცენტრი “მუზა” თბილისი 20-21 მაისი 2006

    ზემოთ აღნიშნული კონფერენციები ჩატარდა სექას სპონსორების ფარმაკოლოგიური კომპანიების დახმარებით: "Pfizer"; "Roche"; "Les Laboratoires Servier"; "Sanofi- Aventis"; "EGIS"; "KRKA"; "MSD"; "Innotech International"; "GPC"; "GMP"; "Spespharma"; "Bionorica" ; "ABC Pharmaceutical"; "Berlin Chemie"; "Bayer HealthCare Bayer Shering Pharma". "Solvay Pharma" ; "Lundber"; Novo Nordisk"; "Nicomed".