პროექტები
|ქართული|   |English|
ახალი ამბები
ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი
ჩვენს შესახებ
აქტივობა
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები
განხორციელებული პროექტები
ჰუმანიტარული აქტიობა
ქართველი ექიმების წვლილი კულტურაში
საერთაშორისო კონტაქტები
თანამშრომლობა
სექას წევრები, გაწევრიანება
საკონტაქტო ინფორმაცია
   პროექტები

  • საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის თაოსნობით გამოიცა წიგნი "ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა". წიგნი ეძღვნება ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს.
    მასში განთავსებულია 40 სტატია, რომლებშიც აღწერილია ქალთა უხშირესი დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები.
    კერძოდ, წიგნში მოყვანილია სტატიები ქალის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში (სქესობრივი მომწიფება, ორსულობა, კლიმაქტერიული პერიოდი ) მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების და იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ამ პერიოდებს ახასიათებს. მოყვანილია რჩევები ორსულთათვის და კლიმაქტერიულ პერიოდში მყოფი ქალბატონებისთვის.
    აღწერილია ქალთა ისეთი უხშირესი დაავადებები და მათი პრევენცია, როგორიც არის ოსტეოპოროზი, ოსტეოართროზი, ქვედა კიდურების ვენების უკმარისობა, ანემიები, ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ალერგია, ალცჰეიმერის დაავადება, კუჭნაწლავის, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ქალთა ავთვისებიანი სიმსივნეები და მათი პრევენციის გზები, რაციონალური კვების საფუძვლები. მოყვანილია ოფტალმოლოგის, სტომატოლოგის, დერმატოლოგის რჩევები.
    აღსანიშნავია, რომ ეს პირველი წიგნია ქართულ ენაზე , რომელშიც გაშუქებულია ქალთა დაავადებების და მათი პრევენციის ესოდენ ფართო სპექტრი.
    სტატიების ავტორები არიან ცნობილი ქართველი ექიმი ქალები.
    წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის და მოიაზრება როგორც ქართველი ექიმი ქალების საჩუქარი ქართველ ქალბატონებს.
    წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს.

  • ტრენინგი გენდერის როლი ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობის დაცვაში თბილისი 2005-2006 წ. სპონსორი: ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია OSCE/ODHIR.
  • ქალთა მონაწილეობის გაზრდა საქართველოში ადგილობრივ თვითმართველობის წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესებში.
    საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ჯამრთელობის ჯგუფის შემადგენლობაში. გორი, გურჯაანი 2006წ. სპონსორი: OSCE/ODHIR.