ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი



         ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის  www. mwia.net  
                        ევროპის რეგიონალური კონგრესი 
        „შინაგანი სნეულებების მართვის აქტუალური საკითხები“
                                17-18 მაისი 2019 წ თბილისი 

ძვირფასო კოლეგებო
 გვაქვს პატივი გაცნობოთ  რომ, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის  www. gmwa.org .ge  თაოსნობით,  2019 წ 17-18 მაისს , ქ. თბილისში, ჩატარდება ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის  www. mwia.net  ევროპის რეგიონალური კონგრესი  თემაზე „შინაგანი სნეულებების მართვის აქტუალური საკითხები“.  
მსგავსი კონგრესები საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციაის მიერ  წარმატებით ჩატარებულია  - 21012 წ ქ. ბათუმში და 2006 წ ქ. თბილისში. 
კონგრესზე ვიწვევთ სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს- კარდიოლოგებს, ენდოკრინოლოგებს, ოჯახის ექიმებს, გინეკოლოგებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. 
 კონგრესზე მოხსენებით გამოვლენ როგორც ცნობილი ქართველი, ისე ცნობილი გერმანელი მომხსენებლები. მოხსენებები შეეხება შინაგან დაავადებათა მართვის თანამედროვე მეთოდებს. 
 კონგრესს ექნება აკრედიტაცია. მისი მონაწილეები მიიღებენ უწყვეტი სამედიცინო განათლების  კრედიტ ქულებს.
კონგრესის საზეიმო  გახსნა ჩატარდება  2019წ   17 მაისს, თბილისის რიტუალების სასახლეში


მეორე დღის სესია ჩატარდება -18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახ. თსსუ სააქტო დარბაზში. 


კონგრესზე დარეგისტრირებისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადაიხადოთ კონგრესის სარეგისტრაციო თანხა.
 ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის   ევროპის რეგიონალური კონგრესი „შინაგანი სნეულებების მართვის აქტუალური საკითხები“
მონაწილეთა სარეგისტრაციო ფორმა
  1. მონაწილეს სახელი, გვარი  
  2. სპეციალობა
  3. სამუშაო ადგილი
  4.  საკონტაქტო ინფორმაცია- ელ.ფოსტა ტელეფონი.
კონგრეში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა
2019 წლის 1 მაისამდე -40 (ორმოცი) ლარი. 
2019 წლის 1 მაისის შემდეგ -50 ( ორმოცდაათი) ლარი.
 სექას წევრებისთის  20 ( ოცი ) ლარი.
 კონგრესზე დარეგისრტრირების მსურველებმა, გთხოვთ სარეგისტრაციო ფორმაში მოწოდებული ინფორმაცია, გააგზავნოთ საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტის პროფ. ნინო ჟვანიას  ელფოსტაზე:
nina.zhvania27@gmail.com 
სარეგისტრაციო თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია თიბისი ბანკის აპარატით- 
საიდენტიფიკაციო კოდი -211 392 054.
მიმღები: „საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია“
 პატივისცემით 
ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის   ევროპის რეგიონალური კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი.