|ქართული|   |English|
ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი
ჩვენს შესახებ
აქტივობა
სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები
განხორციელებული პროექტები
ჰუმანიტარული აქტიობა
ქართველი ექიმების წვლილი კულტურაში
საერთაშორისო კონტაქტები
თანამშრომლობა
სექას წევრები, გაწევრიანება
ახალი ამბები
საკონტაქტო ინფორმაცია
ახალი ამბები

 
გიამართა ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ევროპის რეგიონალური კონგრესი. 29-30 ივნისი 2012 ბათუმი “შერატონი”.

განცხადება
ამა წლის 10 მაისს ქ. თბილისში ნ. დუმბაძის სახ. ახალგაზრდულ თეატრში, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია აწყობს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: “ორსულთა და მეძუძური დედების უსაფრთხო ფარმაკოთერაპია”.
კონფერენცია განკუთვნილია როგორც გინეკოლოგებისათვის ისე ოჯახის ექიმებისათვის, თერაპევტებისათვის. (დაწყების დრო დაზუსტდება.)

 
წიგნი "ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა"-ს პრეზენტაცია

საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის თაოსნობით გამოიცა წიგნი "ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა". წიგნი ეძღვნება ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს.

მასში განთავსებულია 40 სტატია, რომლებშიც აღწერილია ქალთა უხშირესი დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები.

კერძოდ, წიგნში მოყვანილია სტატიები ქალის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში (სქესობრივი მომწიფება, ორსულობა, კლიმაქტერიული პერიოდი ) მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების და იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ამ პერიოდებს ახასიათებს. მოყვანილია რჩევები ორსულთათვის და კლიმაქტერიულ პერიოდში მყოფი ქალბატონებისთვის.
აღწერილია ქალთა ისეთი უხშირესი დაავადებები და მათი პრევენცია, როგორიც არის ოსტეოპოროზი, ოსტეოართროზი, ქვედა კიდურების ვენების უკმარისობა, ანემიები, ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ალერგია, ალცჰეიმერის დაავადება, კუჭნაწლავის, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ქალთა ავთვისებიანი სიმსივნეები და მათი პრევენციის გზები, რაციონალური კვების საფუძვლები. მოყვანილია ოფტალმოლოგის, სტომატოლოგის, დერმატოლოგის რჩევები.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი წიგნია ქართულ ენაზე , რომელშიც გაშუქებულია ქალთა დაავადებების და მათი პრევენციის ესოდენ ფართო სპექტრი.
სტატიების ავტორები არიან ცნობილი ქართველი ექიმი ქალები.
წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის და მოიაზრება როგორც ქართველი ექიმი ქალების საჩუქარი ქართველ ქალბატონებს.
წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს.

2010 წლის 14 აპრილს თიბისი ბანკის სათავო ოფისში შედგა წიგნის "ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა" პრეზენტაცია.
პრეზენტაცია მიმდინარეობდა კლასიკური მუსიკის თანხლებით.
მას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერები ბ-ნი გ. წერეთელი ქ-ნი რ. კირვალიშვილი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ო.თოიძე, საქართველოს ჯამნრთელობის მინისტრის მოადგილე ქ-ნი მ. ჯებაშვილი, ექიმები, საზოგადოების წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსულ პირებმა ისაუბრეს წიგნის აქტუალობის და აუცილებლობის შესახებ და მაღალი შეფასება მისცეს მას.