ჩვენ შესახებ

სექა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა თბილისში 1999 წ ,ი ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორის ა. ხომასურიძის ინიციატივით.
სექა გაწევრიანებულია ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში, რომელიც შეიქმნა ნიუ-იორკში 1919 წ და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 88 ქვეყნის, ექიმ ქალთა ასოციაციების და ინდივიდუალური წევრების ფედერაციას. http://www.mwia.net
ამჟამად, ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციას აქვს II კატეგორიის საკონსულტაციო სტატუსი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში და ოფიციალურ კავშირშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
სექაში გაწევრიანებულია მედიცინის სხვადასხვა სფეროში მომუშავე 50-ზე მეტი ექიმი. მათ შორის ბევრია კლინიკების, განყოფილებების ხელმძღვანელები, მედიცინის დოქტორები, პროფესორები; საქართველოში ცნობილი ექიმები.
სექას აქვს ფილიალები კახეთის რეგიონში და ქუთაისში.
მიზნები

ექიმ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე სექას მიზნებია:
- ხელი შეუწყოს საქართველოს ექიმი ქალების ურთიერთობას და მეგობრობას სხვა ქვეყნების ექიმ ქალებთან, განურჩევლად მათი რასის, რელიგიის და პოლიტიკური შეხედულებებისა.
- ხელი შეუწყოს საქართველოს ექიმი ქალების საერთაშორისო თანამშრომლობას პრაქტიკული ჯანდაცვის და სამეცნიერო კვლევების სფეროში.
- ხელი შეუწყოს საქართველოს ექიმი ქალებს პროფესიონალზმის ამაღლებაში, სხვა ქვეყნების კოლეგებთან ცოდნის და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში.
- ჩაატაროს სამეცნიერო, ეპიდემიოლოგიური კვლევები, საგანმანათლებო მუშაობა, სხვა პრაქტიკული ღონისძიებები მოსახლეობის, განსაკუთრებით-ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დამკვიდრების მიზნით.
- დაეხმაროს პენსიონერ, მარტოხელა, ავადმყოფ ექიმ ქალებს, ახალგაზრდა დედებს, ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.
- ხელი შეუწყოს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვარს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში -ქალებსა და მამაკაცებს, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
- ხელი შეუწყოს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას სამედიცინო პროფესიაში.